თურქეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაშავდა 3 პირი
თურქეთის აღმოსავლეთით 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 10 წამამდე გაგრძელდა, სიღრმე კი 5 კილომეტრი იყო. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბინგოლის პროვინციაში, კარლიოვას რაიონში იყო.
ძლიერი მიწისრისას ჩამოინგრა ოფსერვატორიის შენობა, რის შედეგადაც დაცვის 3-მა თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. როგორც ცნობილია, ერთერთი მათგანი შენობის ნანგრევებში მოჰყვა, დანარჩენმა 2-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.