14/06/20912 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ესპანეთი შენგენის წევრი ქვეყნებისთვის საზღვარს 22 ივნისიდან ხსნის

ესპანეთი 22 ივნისიდან შენგენის წევრი ქვეყნებისთვის საზღვარს გახსნის, გარდა პორტუგალიისა, რომელთანაც საზღვრის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა ავტონომიების ხელმძღვანელებთან ონლაინ მოლაპარაკებების დროს განაცხადა. გამოცემა „პაისის“ ინფორმაციით, საზღვრების გახსნა 21 ივნისს მოხდება. მოსალოდნელია, რომ საზღვრების გახსნის ოფიციალურ ვადებს პრემიერ-მინისტრი დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე განაცხადებს. სააგენტო „Efe“-ს ინფორმაციით, 1-ელ ივლისს გაიმართება ესპანეთ-პორტუგალიის საზღვრის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მეფე ფელიპე მეექვსე, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დაესწრებიან.
მიმდინარე კვირას ევროკავშირის, შენგენის ზონის და შენგენის ზონაში ასოცირებულ ქვეყნებს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა, 15 ივნისიდან მოხსნან შიდა სასაზღვრო კონტროლი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA