13/06/201 654 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

მომიტინგეები სიეტლში, ლენინის ძეგლთან

სიეტლში საპროტესტო გამოსვლები კვლავ გრძელდება. მომიტინგეები ფრემონტის უბანში, ლენინის ძეგლთანაც შეიკრიბნენ. ბულგარელი მოქანდაკის მიერ შექმნილი ძეგლი ხავედროვან რევოლუციამდე ჩეხოსლოვაკიაში იდგა, შემდეგ კი ლუის კარპენტერმა სანაგვეზე იპოვა და აშშ-ში 1993 წელს ჩაიტანა. ძეგლის აღების მოთხოვნით წარსულში აქციები იმართებოდა, თუმცა პროცესს ის ართულებს, რომ ის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აშშ-ში მიმდინარე აქციებისას მომიტინგეები არაერთი ძეგლის, მათ შორის კონფედერაციული შტატების გენერლების და კოლუმბის ძეგლების, აღების მოთხოვნით გამოვიდნენ და ისინი თავად დააზიანეს ან ჩამოაგდეს, ლენინის ძეგლი არ დაუზიანებიათ.
სიეტლში, მომიტინგეებმა სიეტლის პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, სადაც "კაპიტოლ ჰილის ავტონომიური ზონა", იგივე CHAZ "დააარსეს". სიეტლის პოლიციის უფროსის კარმენს ბესტის თქმით, ამ ტერიტორიაზე ძალადობრივი აქტები ხდება, მათ შორის, გაუპატიურება, ქურდობა და პოლიცია ამას ვერ პასუხობს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY