20/11/23711 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩემი პოზიცია ენმ-ის პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით | მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის წერს, რომ იწონებს და მხარს უჭერს პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობა, თუმცა, ფიქრობს, რომ ერთიანობისთვის და ბრძოლაში ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია სთხოვონ პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილ ადამიანებს უკან დაბრუნება.
"მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით იქნა არჩეული პარტიის ახალი თავმჯდომარე და ეს ორივე მხარემ აღიარა, ასევე, ლეგიტიმურად ჩატარდა ახალი პოლიტსაბჭოს არჩევნები, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ცოტა იჩქარეს და პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩნდა ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანი, ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, გიორგი პატარაია, კობა ხაბაზი, მერაბ ჯანელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი.

ამავე დროს მე სრულად ვიწონებ და მხარს ვუჭერ პოლიტსაბჭოს დღევანდელ შემადგენლობას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის და ბრძოლაში ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია გვეთხოვა პოლიტსაბჭოს გარეთ აღმოჩენილი შემადგენლობისთვის უკან დაბრუნება და პროცესებში აქტიურად ჩართვა.
მე ჩემის მხრივ მზად ვარ, ვიყო მათი ჩართულობის აქტიური გარანტი და ეს ჩართულობა უნდა გამოიხატოს ახალ ინიციატივებში და პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაში. 

ჩვენ არ ვიბრძვით საპატიო მეორე ადგილისთვის! ამისთვის არ გამიწირავს ჩემი თავი და ჩემი სიცოცხლე არ დამიდია ფსონად. ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ამისთვის გვჭირდება ერთიანობა, პირველ რიგში. გელით 23-ში!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY