13/06/201 451 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარია - 5 წელი გავიდა 13 ივნისიდან ტრაგედიიდან, მინდა მივუსამძიმრო მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს

პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმრო მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს იყო დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უდიდესი ერთსულოვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინეს.
„2015 წლის 13 ივნისიდან 5 წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა კოვიდ19-ის გამო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო.
„დღესაც სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეპიდემია ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება, ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომლიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები. იმედი მაქვს, ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,