17/11/23421 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იუსტიციის მინისტრი ოპოზიციას - გასაკვირია, რომ კიდევ გამოფენილი გაქვთ ეს „თავისუფლება მიშას“ დროშა და კიდევ მესაუბრებით ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საინფორმაციო ომი სრულად წაგებული იყო. ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებს.
მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლების „დატოვებული მემკვიდრეობის“ მიუხედავად იუსტიციის სამინისტრომ და მისმა თანამშრომლებმა შეძლეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა დავა მოეგოთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საინფორმაციო ომი სრულად წაგებული იყო. ამათ წაკითხულიც არ აქვთ, რაზე აქვთ ხელი მოწერილი. ვინც მოაწერა, სავარაუდოდ, იმას ეცოდინებოდა.
ეს მემკვიდრეობა დატოვეს მათ და ამ ყველაფრის მერე ქართულმა სახელმწიფომ, კერძოდ იუსტიციის სამინისტრომ და ამ თანამშრომლებმა შეძლეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა დავა მოგვეგო. და დღეს რუსეთს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. ასევე განახლდა და სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ მცოცავი ოკუპაციის საქმე, თუმცა ამ ადამიანების დამოკიდებულება ყველამ მკაფიოდ ნახა და მე მხოლოდ დოკუმენტებით ვსაუბრობ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს, მივაწვდით ამ ინფორმაციას, მათ საჯარო განცხადებებს და მათ მიერვე ხელმოწერილ რეზოლუციას, რაც არის სირცხვილი. საერთოდ გასაკვირია, რომ კიდევ გამოფენილი გაქვთ ეს [„თავისუფლება მიშას“] დროშა და კიდევ მესაუბრებით ყოფილ მთავარსარდალზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. კიდევ მაგაზე საუბრობთ, რადგან სხვა სალაპარაკო აღარაფერი გაქვთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY