13/06/20952 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარინა ეზუგბაია - თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, დაგვეწყება მატება და პირდაპირ შევუერთდებით კორონავირუსის მეორე ტალღას

მე მგონი, ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, ყველა მოქალაქემ მაქსიმალური თვითშეზღუდვები დაიწესოს, რათა ქვეყანა მეორე ტალღამდე მატებით არ წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტალღა კი არ დაიწყება, პირველი გადაებმება მეორეს.
„მე მგონი, ასეთი მომატებული ტემპით თუ წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და შენარჩუნება, სულ ამას ვლაპარაკობთ, რომ ამ სიტუაციის შენარჩუნებას ვერ განსაზღვრავენ და ვერ შექმნიან ვერც მედპერსონალი, ვერც დაავადებათა ცენტრის წარმოამდგენლები, რომლებიც თავგამოდებული მუშაობით, არაჩვეულებრივად მოდიოდნენ და მოახერხეს ამ სიტუაციის შენარჩუნება და კონტროლირება. ეს არის დამოკიდებული თითოელ ჩვენგანზე. თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი, შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ გარვეულწილად შევინარჩუნოთ ის არსებული უნარ-ჩვევები, ანუ არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა შევქმნათ შეკრებისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად სადმე, აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება და ესეც უნდა იყოს მოზომილად გაკეთებული, თორემ მეორე ტალღამდე ჩვენ მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას. მეორე ტალღა კი არ დაიწყება, გაგრძელდება პირველის გადაბმა მეორეზე, თუ ამას მოსახლეობა არ შეხედავს დიდი პასუხისმგებლობით.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რომ არ არის ეს მარტივი, კოვიდი არსად არ მიდის, ჩვენთან ერთად რჩება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ისე, რომ არ დავიზიანოთ საკუთარი თავი, ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი ახლობლები. კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პრობლემას, ეს არ არის მარტივი სიტუაცია, ეს ინფექცია შეიძლება თითქოს ვიღაცისთვის არ ნიშნავს, რომ მძიმე პათოლოგიაა და დავუშვათ, არ არის სასიკვდილო განაჩენი და ამას ხედავს, როგორც ძალიან მარტივს, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს და ქვეყანას, მეორე ტალღამდე ვერ მივალთ, დაგვეწყება მატება და პირდაპირ შევუერთდებით მეორე ტალღას”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მოამბე - 4 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 4 დეკ
    • პირველები - 4 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 6-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      6 საათზე, 4 დეკ
    • ქრონიკა 5-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      5 საათზე, 4 დეკ
    • პირველები 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • კვირის ფორმულა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • პოლიტიკური კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • P.S. - 4 დეკემბერი, 2022. ომი უკრაინაში
      4 დეკემბერი
    • Post Factum - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • იმედის კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დროება - 4 დეკემბერი, 2022. დროების ექსკლუზივი - სააკაშვილის ხმა „ვივამედიდან“
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • მე- 17 სართული - 4 დეკემბერი, 2022. ეს ქვეყანა შენია”- შენ გაიზიარე პასუხისმგებლობა
      4 დეკემბერი
    • შუადღე live - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • ჩვენი ოჯახი - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York