12/06/201 953 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

ჟიჟილაშვილმა და სანაიამ ტვ “პირველი” გუნდთან ერთად დატოვეს

ტვ “პირველის” წამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეარხი დატოვეს. ამის შესახებ მათ დღეს, 12 ივნისს, პირდაპირ ეთერში განაცხადეს. ტელეარხი მათთან ერთად დატოვეს ამავე გადაცემის პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა.
“ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა ტვ “პირველზე”, – ასე მიმართა მაყურებელს ვახო სანაიამ და თქვა, რომ მას ამდენი წელი არც ერთ ტელევიზიაში არ გაუტარებია. მისივე განმარტებით, ამოწურულია არხთან თანამშრომლობის რესურსი.
სანაიასა და ჟიჟილაშვილთან ერთად არხს ტოვებენ “პოლიტმეტრის” პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი გიორგი კიკაბიძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი, წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე.
“მიზეზი არხის განვითასრების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე”, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.
მან ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც ჟურნალისტებთან ერთად გაიარა ამ არხზე.
“ჩვენ თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას ამ არხზე, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ასევე ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ტვ პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერაფერს ვცვლით”, – დასძინა ჟიჟილაშვილმა და მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის დამფუძნებელსა და კოლეგებს, რომლებმაც ამდენი წლის განმავლობაში მათ 5 წელი მუშაობის საშუალება მისცა.
ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ასევე აღნიშნეს, რომ მაყურებელი “პოლიტმეტრს” აუცილებლად იპოვის სხვა სივრცეში, თუმცა სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ