12/06/202 486 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

გაჩეჩილაძე - ვარდების რევოლუციის მიტინგებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა

ქართული ოცნების დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის შეფასებით, "სიმბოლურია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრება, ვინაიდან ისინი გარეთაც და შიგნითაც მუშაობენ, თითქოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არ ყავს და ნატო და აშშ ჩვენთან დაახლოებული არ არის".
ეს, მისი შეფასებით, მეხუთე კოლონის საქციელია, ღარიბაშვილის დღევანდელი მოხსენება კი მათ ამ ნარატივს ანგრევს.
იმის მტკიცებულებად, რომ საპარლამენტო ოპოზიცია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, გაჩეჩილაძემ 2003 წლის ვარდების რევოლუცია გაიხსენა.
"ეს ასეც იქნება იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღდეგ. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს, როდესაც ისინი ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებს აწყობდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი უშუალოდ ესწრებოდა ამ მიტინგებს და იმ პროცესში შევარდნაძესთან შუამავალი იყო". ქართული ოცნების დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება 2008 წლის ომის დროს რუსეთისთვის "ომის საზღვრების მონიშვნაშიც" დაადანაშაულა.
"2007 წელს მათ აღადგინეს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და რუსებს მომავალი ომისთვის საზღვრები მოუნიშნეს.
ყველამ იცის ისიც, რომ დამალეს რუსეთის აგრესია 7 და 8 აგვისტოს და ამის შესახებ გაეროშიც კი არ განაცხადეს. ყველამ იცის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე დანიშნეს 2008 წლის დეკემბერში. ის ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერია. საპრეზიდენტო არჩევნებში მას კრემლთან დაახლოვებული პიარ მანქანა ჰყავდა ჩამოყვანილი.
ყველამ იცის, რომ 2010 წელს. როდესაც ჰააგის ტრიბუნალმა ომთან დაკავშირებით რუსეთის საწინააღმდეგო მასალები მოსთხოვა, არ მიიტანეს და ჰააგის ტრიბუნალში ეს პროცესი შეწყდა.
ყველამ იცის, რომ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცეს და რა გასაკვირია ის ამბავი, რომ დღეს ისინი, როგორც რუსეთის, ოკუპანტების პიარ მანქანა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების, პოლიციის, ეკლესიის და სხვა ინსტიტუტების წინააღმდეგ მუშაობენ. ეს ბუნებრივი, მეხუთე კოლონის ჩვეულებრივი საქციელია. ისინი აქტიურდებიან მაშინ, როდესაც აშშ ჯაველინებს გვაძლევს, რომელსაც ის მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებს აწვდის. ბუნებრივია, შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში, როდესაც 2 აპრილის მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს უშუალო მონაწილეობის თაობაზე, ისინი კვლავ გააქტიურდებოდნენ".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA