12/06/201 696 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალექსანდრ ლუკაშევიჩი - საქართველოს და უკრაინის ბიოლაბორატორიებში ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებულად საშიში პათოგენებით

მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური აქტიურობით ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში, რომლებიც განთავსებულია უკრაინასა და საქართველოში. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.
„მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოს და უკრაინის ბიოლაბორატოერიებში, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გარდა, ტარდება დახურული ექსპერიმენტები განსაკუთრებულად საშიში პათოგენებით, მათ შორის ჭირისა და ჰემორაგიული ცხელების ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუტანტურ ფორმებს, ვირუსების მოდიფიცირებას და მათი დაინფიცირებულობის ამაღლებას. საგანგაშოა ინფორმაცია საეჭვო პრეპარატების გამოცდის შესახებ, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ექიმები ქართველებზე ცდიდნენ, ასევე ადამიანური ბიომასალის შეგროვება გარკვეული „საცდელი მიზნებისთვის“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, მოსკოვი ამაში ხედვას ამერიკის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას კვლევისა და ბიოტექნოლოგიების შემუშავების ნაწილში, რომლებიც დაფიქსირებულია 1986 წლის ეუთოს ვენის შეხვედრის დოკუმენტში.
„უცხოელი სამხედრო ბიოლოგების მიერ რუსეთის მოსაზღვრედ ექსპერიმენტების ჩატარება იწვევს ჩვენ კანონიერ შეშფოთებას, მათ შორის, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესრულების კონტექსტში. დარწმუნებული ვართ, ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ვიცოდეთ, სინამდვილეში, რა „იხარშება“ ამერიკის ბიოლაბორატორიებში“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY