06/11/23324 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა მანჯგალაძე - კანდიდატის სტატუსის მიღების ზღვარზე ვართ და ნაცვლად იმისა, ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ახალ-ახალ საკვებს ვაძლევთ ხელისუფლების პროპაგანდას

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმაგი პატიმარია, პროპაგანდაა - კანდიდატის სტატუსის მიღების ზღვარზე ვართ და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ახალ-ახალ საკვებს ვაძლევთ ხელისუფლების პროპაგანდას, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებასა და ნიკა მელიას განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი "ორმაგი პატიმარია". მისივე თქმით, ხელისუფლებას სჭირდება იმის პროპაგანდა, რომ “თითქოს მიხეილ სააკაშვილი სუსტია და ვერ იღებს გადაწყვეტილებას პარტიასთან დაკავშირებით”.
„არ მჯერა ამის - მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაში მყოფი ადამიანი არ მგონია. ეს არის პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებას სჭირდება, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს სუსტია და ვერ იღებს გადაწყვეტილებას პარტიასთან დაკავშირებით. უამრავი პოსტი შემხვდა სოციალურ მედიაში, სადაც ამაზე იყო შარჟები აგებული, თითქოს სააკაშვილი სუსტია და გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. შეიძლება ეს [პროპაგანდა] არაა მათი მიზანი, როცა ამას საუბრობენ, მაგრამ ეს პროპაგანდისთვის ახალი საკვებია, რომ “სააკაშვილი პარტიამ აიყვანა ტყვედ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე ასევე უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ მას ნიკა მელია არ უგულისხმია, როდესაც თქვა, რომ ვისაც პარტიის ლანძღვა უნდა, პარტიიდან უნდა გავიდეს.
კითხვაზე, თუ არა მელია, მაშინ ხომ არ იგულისხმა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილი, მანჯგალაძე ამბობს, რომ “სააკაშვილს თუ უნდოდა, იტყოდა, რომ ხაბეიშვილი არ მოსწონს”.
“რასაც ვუყურებ, არ დასრულდა საუბარი იმაზე, რომ პარტიაში [“ნაციონალურ მოძრაობაში”] არეულობაა. კანდიდატის სტატუსის მიღების ზღვარზე ვართ და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვიყოთ კონცენტრირებული, ახალ-ახალ საკვებს ვაძლევთ ხელისუფლების პროპაგანდას. არ დასრულდა რაღაც შიდა გარჩევები. არ არის ეს კარგი და არ ეხმარება პროცესს. გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ან ასე, ან ისე. რაც ხდება, არ მომწონს, ცუდია და არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას. სააკაშვილს ხაბეიშვილი არ უგულისხმია ნამდვილად, ყოველ დღე აქვს კომუნიკაცია. თუ უნდოდა, იტყოდა, ხაბეიშვილი არ მომწონსო”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey