05/11/23551 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც

დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა და ის ხალხის ინტერესებით უნდა ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ის დარწმუნებულია, რომ ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც.
„მომავალი პარლამენტი უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი. თითოეული დეპუტატი ქართველი ხალხის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს და არა ვიწრო მილიონერთა კლუბის, ეს ნამდვილად ვიცი. დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს. დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა და ის ხალხის ინტერესებით უნდა ჩანაცვლდეს. დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც“,-განაცხადა მელიამ.
როგორც მან განმარტა, თანამოაზრეებთან შეხვედრის შემდეგ საზოგადოებას აცნობებს, თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„მთელ რიგ დიდ ქალაქებში არაერთი შეხვედრა იქნება და მას შემდეგ, რაც ათასობით თანამოაზრეს შევხვდები, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილებას გავაცნობ საზოგადოებას მედიის მეშვეობით, თუ როგორ გრძელდება ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩემთვის და ათიათასობით თანამოაზრისთვის მნიშვნელოვანი რაც არის, როგორ უნდა ჩანაცვლდეს ქართულ პოლიტიკაში ფული ქართველი ხალხის ინტერესით, ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ყველა დიდ ქალაქში მსგავსი შეხვედრა გაიმართება“,- განაცხადა მელიამ. გარდა ამისა, მან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
ნიკა მელია ფიქრობს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მყისიერად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თავისი ქმედებით, თავისი პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული და ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ“,-განაცხადა მელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA