11/06/201 255 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება

„ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება. „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.
ბოკერიას თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს თავის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა.
„ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე სააკაშვილი ვერ იქნება და არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ მის პარტიაში სააკაშვილის წინა ხაზზე ყოფნას მათთვის სასარგებლოდ თუ თვლის, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის ეს საკითხი არ არსებობს და სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწვეტილებებში ვერ ჩაერევა. თუ მის პარტიაში აქვს ამბიცია, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა. „ევროპული საქართველოს“ საქმეებში ვერ ჩაერევა, ძალიანაც რომ მოინდომოს“,- განაცხადა ბოკერიამ.
კითხვაზე, ხომ არ დააზიანებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესებს, ბოკერია ამბობს, რომ „ვერავინ დააზიანებს, თუ მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა არ გადაწყვეტს, რომ დააზიანოს“.
„ვინც ამას გადაწყვეტს, ის გადაიხდის ძალიან დიდ ფასს საზოგადოების თვალში. იმიტომ, რომ ყველას ესმის, რომ ივანიშვილის მშვიდობიანი დამარცხება არის ქვეყნის ეროვნული ამოცანა. მე იმედი მაქვს, ეს არ მოხდება“,- განაცხადა ბოკერიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA