31/10/23446 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ეს სიტყვები შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს... მოვუწოდებ პაპუაშვილს, მიიღოს უმკაცრესი ზომები" | ზურაბიშვილის სოლიდარობა ქალ დეპუტატებს

"დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს... მოვუწოდებ პაპუაშვილს, მიიღოს უმკაცრესი ზომები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და პარლამენტში "ოცნების" წევრი დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, ანი წითლიძისა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფას ეხმაურება. 
მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს მთლიანად. მინდა გამოვუცხადო სრული სოლიდარობა იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს. 
მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. 
მე არ ვიცი რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი რა არის. 
მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, "ოცნების" დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს - თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს - შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და მხოლოდ შესვენების შემდეგ გააკეთა კომენტარი.
იხილეთ ასევე:
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY