03/02/201 074 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - ნამდვილი სირცხვილი ის არის, "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ

ალბათ, ნამდვილი სირცხვილი ის არის, "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიაში რაღაც ფასის გადახდა ყველა სახელმწიფოს უწევს, ვისაც უნდა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება.
"თუ მათ ნამდვილად უნდათ, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდნენ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, მათ შეუძლიათ ეს 30-40 კაციანი აქციებიც გააგრძელონ, შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე, იმაზე იყო თუ არა შეცდომა, დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტილების აუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი თუ შიდადემოკრატიული პროცესი. ამ თემებზე სალაპარაკოდ არ შემოდიან ერთადერთი მიზეზით -ამ არგუმენტებში აუცილებლად დამარცხდებიან. შემდეგ ვერ გაუგზავნიან ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ყალბ და „ფეიკ“ ნიუსებს. ამ კამათში გამოიკვეთება სიმართლე და სიმართლე გამოიკვეთება მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე -სპიკერის ამერიკაში ვიზიტის დროს, სადაც ვამხელთ იმ „ფეიკ ნიუსებს“, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება“, - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, თუ პიკეტირების დროს იქნება საკანონმდებლო საქმიანობაში ხელშეშლა, ამას მოყვება კანონისმიერი რეაგირება.
"თუ იქნება სირცხვილის კორიდორი და ამ შემთხვევაში არმოხდება ხელშეშლა გადაადგილებაში, არ შეიზღუდება საქმიანობა, მაშინ ბუნებრივია, რაიმე კანონისმიერი იძულებითი ღონისძიებები სახელმწიფოს არ დასჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია იხსნება, რის პარალელურადაც ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტირებას და უმრავლესობის წევრი დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY