10/06/20982 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძე - დღეს, „ქართული ოცნების" გუნდში არის ისეთი ერთობა, რომელიც ძალიან იშვიათად ყოფილა

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩემს ამ განცხადებას რა ინსინუაციებიც არ უნდა მოჰყვეს, რომ დღეს, „ქართული ოცნების" გუნდში არის ისეთი ერთობა, რომელიც ძალიან იშვიათად ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია საარჩევნო სიასთან დაკავშირებით სახელებსა და გვარებს ზაფხულის მიწურულს დაასახელებს. ამასთან, მან უპასუხა დასმულ შეკითხვას, შესაძლოა თუ არა საარჩევნო სიაში საზოგადოებამ გიორგი გახარია იხილოს.
„დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრს შემთხვევით არ უთქვამს კვოტების შესახებ, რომ ასეთი საკითხები ჩვენთან არ არის. კვოტები არის ოპოზიციაში, რომელშიც ე.წ. ერთობა დაიშალა და ჩხუბობენ ვინ დაჯდება პარლამენტში, ვინ იქნება პრემიერ - მინისტრი და კვოტებს ვერ იყოფენ. მე მგონი, 30 მაჟორიტარი 73-ის ნაცვლად იმიტომ არ აწყობთ, რომ ვერ იყოფენ ადგილებს. ჩვენ ასე არ ვუდგებით.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩემს ამ განცხადებას რა ინსინუაციებიც არ უნდა მოჰყვეს, რომ დღეს, „ქართული ოცნების" გუნდში, შიგნით არის ისეთი ერთობა, რომელიც ძალიან იშვიათად ყოფილა ხოლმე. დღეს როგორც ეს გუნდი არის შეკრული და არ კამათობენ პრინციპულ საკითხებზე, ასეთი მე პირადად, არ მახსენდება. ეს ძალიან კარგია, ჩემი აზრით, როცა ასეთი ერთსულოვნება არის მიდგომებთან, პრინციპებთან, თუნდაც, სიის შედგენასთან დაკავშირებული პრინციპების ირგვლივ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებზე, ეს უფრო საჩქარო ამბავია და შემდეგ უკვე ზაფხულის მიწურულს ალბათ, უკვე გავახმოვანებთ სიასთან დაკავშირებით კონკრეტულ სახელებს და გვარებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • კურიერი - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • მოამბე - 3 ოქტომბერი, 2022.
      9 საათზე, 3 ოქტ
    • პირველები - 3 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 3 ოქტ
    • ქრონიკა 8-ზე - 3 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 3 ოქტ
    • ფორმულა 8-ზე - 3 ოქტომბერი, 2022.
      8 საათზე, 3 ოქტ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • ფარული კონვერტი - 3 ოქტომბერი, 2022. გიორგი მახარაძე
      3 ოქტომბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 3 ოქტომბერი, 2022. დავით კვირცხალია
      3 ოქტომბერი
    • ბარიერი - 3 ოქტომბერი, 2022. ნუგზარ წიკლაური
      3 ოქტომბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 3 ოქტომბერი,2022. ოცნების“ კანონი დეოლოიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ ეხება — შეფასებები ▪️ ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატთან
      3 ოქტომბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • სპექტრი - 3 ოქტომბერი, 2022. ვალერი გელბახიანი
      3 ოქტომბერი
    • კომენტარი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • დღის სტუმარი - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • დღის ამბები - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
    • სხვა შუადღე - 3 ოქტომბერი, 2022. შეყვარებული თინეიჯერი და მშობელი-ნინო ჩხეიძე, რუსკა ქარქაშაძე, კახა მამულაშვილი
      3 ოქტომბერი
    • იმედის დღე - 3 ოქტომბერი, 2022.
      3 ოქტომბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA