10/06/201 266 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძე სიის სათავეში? - ეს ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ

კობახიძე სიის სათავეში? - ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" სიის სათავეში ირაკლი კობახიძე.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს არჩევნებში "სრული კაპიტულაციის " ტოლფასია. "კობახიძე სიის სათავეში? - ეს ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ. თუ ამ მოდელით მიდის "ქართული ოცნება", რომ კობახიძის გარდა არავინ დარჩება, რომ სიის სათავეში ჰყავდეს, ეს ნიშნავს სრულ კაპიტულაციას არჩევნებში,"- განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, „ოცნების“ სიის სათავეში ლოგიკურად, არც გიორგი გახარიას უნდა ველოდოთ.
"სრულიად უცხო ადამიანების შემოსვლა პარლამენტში, რომლებიც პარლამენტში ეცნობიან ერთმანეთს, ეს არ არის ნორმალური ვითარება, როგორც წესი, პარტიული ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან უნდა ხდებოდეს ადამიანების წინ წამოწევა, გარკვეულწილად მოტივაციაა ეს მათთვის და სხვებისთვისაც, რომ საპარლამენტო მუშაობისთვის მოამზადო. ამიტომ იყო 2016 წლის პარლამენტი მუდმივად ნაღმზე მოსიარულეა და სულ ფეთქდებოდა ეს ნაღმები, რადგან არ იყო ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავიანთი ახლობლები, მეგობრები, კურსელები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული დაჯგუფება, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის. ამ ლოგიკას თუ გაყვება "ქართული ოცნება", მივიღებთ იგივე სურათს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი და კოალიციური იქნება. იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით - არა, რადგან 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, რომ როგორც წესი, არ შეიძლება იყოს მმართველი პაეტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შს მინისტრი და მოხდა 20 ივნისი. მე მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც როგორც წესი, ამ შესაძლებლობას გამორიცხავს,"- განაცხადა ბესელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY