09/06/201 748 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნებას“ არჩევნების გაყალბებას სტრატეგიული პარტნიორები არ აპატიებენ - მკაცრი გზავნილი აშშ-დან

„ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბებას საერთაშორისო პარტნიორები არ აპატიებენ - ამერიკის ელჩის პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებების საფუძველზე ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აშშ-დან ხელისუფლებამ მკაცრი გზავნილი მიიღო.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ არადიპლომატიური ენით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ელჩის განაცხადი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა, რომ ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ საერთოდ არ არსებობს და  2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ამომრჩევლების დაშინება „ოცნებამ“ აღარ უნდა გაბედოს.
დიპლომატიური ენით კი კელი დეგნანმა ირაკლი შოთაძესთან პირველი შეხვედრის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი 2020 წლის არჩევნების იყო. მისივე თქმით, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრებზე პასუხისმგებლობა სწორედ გენერალურ პროკურორს ეკისრება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან გენერალურ პროკურორს რვა მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას აუცილებლად შეახსენებდნენ.
უმრავლესობამ კი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორს ელჩის გზავნილები სულ სხვაგვარად გაიგო. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველთვის იმართება და წინასაარჩევნოდ ეს აუდიენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის არ არის.
ელჩი დეგნანი პროკურატურაში გუშინ დღის მეორე ნახევარში მივიდა. არჩევნებთან ერთად, მსჯელობის მთავარ თემას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამართლებრივი და ექსტრადირების საკითხებზე თანამშრომლობა წარმოადგენდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 0

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY