მოსკოვში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა იწყება
ოსკოვში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი იწყება.
რუსეთის დედაქალაქში დღეიდან მოქალაქეებს, მათ შორის 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, ქუჩაში თავისუფლად გადაადგილების, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტით თავისუფლად მოძრაობის საშულება ექნებათ.
გარდა ამისა, მოსკოვში დღეიდან სილამაზის სალონები და ვეტერინარული პუნქტები იხსენება.
შეზღუდვების გაუქმენის მეორე ეტაპი 16 ივნისს დაიწყება და რუსეთის დედაქალაქში მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები, ღია ტიპის კაფეები, სტომატოლოგიური კლინიკები, ბიბლიოთეკები და ზოოპარკები გაიხსნება.
23 ივნისიდან კი ქალაქში რესტორნები, სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები ამუშავდება.
ცნობისათვის, მოსკოვში მარტში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული კარანტინის რეჟიმის ფარგლებში, არააუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა აიკრძალა. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 476 658 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 197 000-ზე მეტი მოსკოვში დაფიქსირდა. ქვეყანაში “კოვიდ 19“-ს 5 971 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი