07/06/201 651 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აშშ-ის მასშტაბით რასიზმის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაციები გაიმართა

აშშ-ის სხვადასახვა ქალაქებში გასულ დღე-ღამეში მორიგი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც დემონსტრანტებმა რასიზმი და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა გააპროტესტეს. აქციები უკვე 12 დღეა იმართება. BBC-ის ცნობით, ამჯერად მორიგი აქცია დედაქალაქ ვაშინგტონში გაიმართა, აქ ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, პოლიციამ კი თეთრი სახლის მისადგომები გადაკეტა.
ვაშინგტონში დემონსტრანტებს ტრანსფარანტები ეჭირათ, წარწერით: „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.
დემონსტრაციები მოეწყო ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში. ნიუ-იორკში მსვლელობა მოეწყო ბრუკლინის ხიდზე, სან-ფრანცისკოში კი აქციის მონაწილეებმა გოლდენ-გეიტის ცნობილი ხიდი გადაკეტეს. ჩიკაგოში 30 000-მდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში. აქციები ჩატარდა რიჩმონდში, ვირჯინიაში, ატლანტასა და ფილადელფიაში, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ჩვენ გვინდა სამართლიანობა, ჩვენ გვინდა სიყვარული“.
გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს კალიფორნიაში, სადაც იგი დაიბადა. აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი დაკავებისას უხეში ძალა გამოიყენა. პასუხისგებაში მიეცა 4 პოლიციელი, მათგან ერთი - მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey