06/06/202 239 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იმედი გვაქვს, ევროკავშირის ქვეყნები იტალიის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 15 ივნისს გახსნიან

იმედი გვაქვს, ევროკავშირის ქვეყნები იტალიის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 15 ივნისს გახსნიან, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.
„15 ივნისი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი თარიღია,“- განაცხადა ლუიჯი დი მაიომ და დასძინა, რომ იმედი აქვს, ევროპის ქვეყნები სასაზღვრო შეზღუდვებს იტალიის ყველა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გააუქმებენ.
მისივე თქმით, გერმანიამ და შვეიცარიამ უკვე გააკეთეს მინიშნება იმის თაობაზე, რომ თავიანთ საზღვრებს იტალიისთვის ამ დროიდან გახსნიან.
შეგახსენებთ, იტალიამ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები 3 ივნისიდან გააუქმა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 234 500 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 33 770 ადამიანი გარდაიცვალა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA