03/10/23770 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილის დასჯა სურთ ან რუსეთისთვის ჩვენება: „პრეზიდენტს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ვეცდებით, აღვირი დავქაჩოთ“

ეჭვი არ მეპარება, რომ ტურავა, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული ამ საქმეზე, ხვალ გვეტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა შეაფასა.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ დიდოსტატურად ახერხებს, რომ რეალურ პრობლემებზე არ ილაპარაკოს.
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ დღეს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავასთან ერთად „ქართული ოცნება” წინასწარ „ქეიფობს“ ხვალინდელ გადაწყვეტილებას.
„არაჩვეულებრივი რამ არის ყურადღების გადასატანად. აშკარად სურთ, ან სალომე ზურაბიშვილის დასჯა, ან რუსეთისთვის ჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ვეცდებით აღვირი დავქაჩოთო. ბოლო დროს ვხედავთ ვინ აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს: დიმიტრი მედვედევი, მარია ზახაროვა, გრიგორი კარასინი, ლავროვი და აფხაზეთისა და ოსეთის ვითომ პრეზიდენტები. ესენი აკრიტიკებენ და „ქართული ოცნება“.
ჯოზეფ ბორელი იყო ჩამოსული და პირდაპირ გვითხრა, რომ - „ეს არ არის ის თემა, რომელიც ახლა თქვენს ქვეყანაში უნდა განიხილებოდეს. თუკი ელოდებით კანდიდატის სტატუსს, იმპიჩმენტის პროცედურა კარგად ვერ აისახება“. მიუხედავად ამისა „ქართული ოცნება“ ჯიუტად მიაჭენებს იმპიჩმენტის პროცედურას.
ეჭვი არ მეპარება, რომ ტურავა, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული ამ საქმეზე, ხვალ გვეტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ამხელა ამბავს ტყუილად არ დადგამდნენ და კობახიძე თავს არ გაიბანძებდა მრავალ საათიან დებატებში შესულიყო და იქიდან დამარცხებული წამოსულიყო. დღეს, ალბათ, სადღაც ბათუმში სხედან და წინასწარ ქეიფობენ ხვალინდელ გადაწყვეტილებას, მერაბ ტურავაც და „ქართული ოცნებაც“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა ისაუბრა იმპიჩმენტის პროცედურაზე საქართველოს პარლამენტშიც და კითხვაზე, უშვებს თუ არა შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ 14 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმას მიიღებს, ელისაშვილის თქმით, ამის შესაძლებლობას უშვებს.
„ვუშვებ ამ შესაძლებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მის მიერ შეყვანილ პარტიებში. მოსამართლეებს ვინ მისცა ხმა?“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY