ვარკეთილში კახა კალაძესა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ.
მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, შემოხეული აქვს მაისური, რომელიც "კალაძემ შემოახია".
„წყნარად მივედი და ვეკითხებოდი დიღმის ჭალებზე, ხელი რატომ მკრა?!“,- აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა. კახა კალაძის განცხადებით კი, დაპირისპირებასთან მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს.
„ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, დაეგეგმა პროვოკაცია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ“, - განაცხადა კალაძემ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.