04/06/201 961 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - გლდანსა და სამგორში - დაიწყებს. მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების დარღვევას აპირებდეს, უსაფუძვლოა.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პერიპეტიებს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ეს ვნებათაღელვა მატულობს და მატულობს, ხშირ შემთხვევაში უადგილოდ. მიზანში ამოღებულია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია იმდენად, რამდენადაც სამწუხაროდ, რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელისშემშლელი ფაქტორი შეთანხმების მისაღწევად მაჟორიტარულ ოლქებზე და განსაკუთრებით, თბილისში. ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდან. მე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ყველა შეხვედრაზე წარმოვადგენდი და წარმოვადგენ პარტიის ინტერესებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგული რჩებოდა და რჩება ერთობის მიმართ. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გასულ არჩევნებზე თბილისში, მილიონ-ნახევრიან ქალაქში 200 000 ხმა მიიღო, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებულ ხმებზე მეტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ხვალინდელი დღიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - სამგორისა და გლდანის რაიონებში. „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ყველა ოლქში ძლიერი კანდიდატებით და ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიცური განწყობის მქონდე ამომრჩეველი იქნეს დაკმაყოფილებული არჩევნების დღეს. ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ამას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ძალიან საწყენი იყო, რომ არ მოელოდა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.