04/06/201 345 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - არჩევნებში ხმათა 40% - ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს

არჩევნებში ხმათა 40% - ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, 40%-იანი ჩამკეტი ოპოზიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩაიდო კანონპროექტში.
„40%-იანი ჩამკეტი ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ხმების 40%, ამ შემთხვევაში, თეორიულად ამ სისტემით მას შეიძლება, პარლამენტში 75 მანდატზე მეტი ერგოს, თუმცა ჩამკეტი გულისხმობს იმას, რომ ხმათა 40%-ით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიღებს პარტია 75 მანდატზე მეტს, რაც არის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ მანდატების 50%-ზე მეტი. ეს რეგულაცია ჩაიდო ოპოზიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით. 120/30-ის პირობებში რეალური აქტუალობა დაკარგული აქვს ამ ჩამკეტს, თუმცა თავისი დატვირთვა შეიძლება, ჰქონდეს, გარკვეული თეორიული ვარიანტის შემთხვევაში“, - განაცხადა კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,