04/06/201 568 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერ კოლეგას, ვითანამშრომლოთ, განსაკუთრებით თბილისში აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ მაჟორიტარული თვალსაზრისით. განსაკუთრებით თბილისში ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გვყავდეს ერთიანი მაჟორიტარები, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონებში საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის წარდგენაც იყოს უკეთესი, თუმცა პირველ ეტაპად თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება მიიჩნევა.
„აუცილებელია მაჟორიტარების თანამშრომლობა და ამისთვის ყველამ უნდა გამოვძებნოთ საერთო ძალები და კომპრომისი. მთავარი არის ის, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის დავასრულოთ ივანიშვილის მავნებლური მმართველობა ამ ქვეყანაში. გამარჯვების გზა არის თანამშრომლობაში, ერთიანობაში და კოალიციაში. უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით და საზოგადოებას კონსოლიდირებული პოზიცია ვაჩვენოთ. როგორც ვიცი, ძირითადი ოპოზიციური ფლანგი სწორედ ამ შეთანხმების გზით მიდის. რეგიონებში საკითხი ძალიან სპეციფიურია, ზოგიერთგან შეიძლება უკეთესი იყოს რომ რამდენიმე კანდიდატი იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ ძირითად ქალაქებში ასევე შეთანხმება უნდა მოხდეს. პირველი ეტაპი არის თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY