03/06/202 599 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მთავარი არხის" ინფორმაციით - გიორგი გახარია პოსტს ტოვებს

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ტოვებს - გუშინ ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას შეხვედრა შედგა.  "მთავარი არხის" ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პრემიერ მინისტრს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, რაზეც გახარიასგან უარი მიიღო. 
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია.
ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე განიხილება სამი ადამიანის კანდიდატურა - სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 
მთავრობის კანცელარიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მათი თქმით, პრემიერი შენობაშია და სამუშაო შეხვედრებს მართავს. 
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების, მათ შორის, პრემიერის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ პირველად მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის საავტორო გადაცემაში "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY