02/06/202 158 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აკაკი ბობოხიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაღაც უნდა დათმოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დათმოს, რათა საპარლამენტო არჩევნებზე არ შეიქმნას პოლარიზებული სურათი, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონლური მოძრაობა“ იბრძვის.
როგორც ბობოხიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვებზე უფრო ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ყველაზე მეტი მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა როლების გადანაწილებაა საჭირო.
„ისე უნდა დავლაგდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ საშუალება, თქვას, რომ ერთ მხარეზე არის თვითონ და მეორე მხარეს არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, მე კობერიძეებს, ჭიჭინაძეებს, „ოცნებიდან“ გვიან გამოყოფილ ადამიანებს მოვუწოდებდი, თუ ჩვენ გვინდა, რომ მეორე ტური არ იყოს მხოლოდ ბრძოლა „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, მოდი, შევთანხმდეთ წინასწარ, რომ მაჟორიტარი კანდიდატები განაწილებული იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ასეთ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში მოვუგებთ ბიძინას, ხომ არ უგებს ერთი პარტია? შეთანხმებულები ვართ და ბევრი უგებს. ამ წინადადებაში ლომის წილი ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დათმოს რაღაც, ოღონდ ეს მათი გადასაწყვეტია, დათმობენ თუ არა. თუ მეორე ტური იქნება „ქართულ ოცნებასა“ და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას შორის, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოვახერხებთ თუ არა შეთანხმებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ წამოვა ამ მოლაპარაკებასა და დათმობაზე, რომ შეთანხმებული კანდიდატი გვყავდეს, მაშინ გამოვა, რომ 30-ვე მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი არ იქნება, ზოგი იქნება „გირჩიდან“, „ლეიბორისტებიდან“, ზოგი - „ევროპული საქართველოდან“, ზოგი იქნება „ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა, ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი მაჟორიტარი ეყოლება, რადგან ამ მოცემულობაში სხვაზე ძლიერი ოპოზიციური ჯგუფია, მაგრამ იმისთვის, რომ არ შეიქმნას პოლარიზებული სურათი, რომ მხოლოდ ორი პარტია იბრძვის, ამისთვისაა სწორედ როლების გადანაწილება საჭირო. ჩვენ ვთავაზობთ ყველა ოპოზიციურ ძალას, ეს როლები გავინაწილოთ“,- განაცხადა ბობოხიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY