01/06/201 845 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ჭიჭინაძე - თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ

„თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი და ხისტი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, რაღად გვინდა ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან საერთოდ სახელმწიფო?!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და მიკროსაფინანსოების და კომერციული ბანკების ხელმძღვანელობას პრემიერ გიორგი გახარიას განკარგულების მორიგ ჯერზე იგნორირებაში ადანაშაულებს.
„მიკროსაფინანსოები და კომერციული ბანკები ისევ არ ასრულებენ პრემიერ გახარია განკარგულებას, სესხების პროცენტების დარიცხვის გადავადების გარეშე. არადა, პრემიერ-მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეუწყდათ ან შეუმცირდათ შემოსავალი, 2020 წლის მარტის შემდეგ, სესხები ჯერ 3 თვით, შემდეგ კიდევ 3 თვით გადაუვადდებოდათ კაპიტალიზაციის გარეშე. ფინანსურმა ინსტიტუტებმა კი, ეს განკარგულება უბრალოდ დააიგნორეს და ადამიანებს გაზრდილი, პროცენტებდარიცხული გადასახადი წარუდგინეს. ამის შესახებ მე კონკრეტული ადამიანებისგან ვფლობ ინფორმაციას და წარვუდგენ, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას“ - განაცხადა ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე.
ჭიჭინაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა კომიტეტმა, პარლამენტში მკაცრი, ხისტი პიზიცია უნდა დააფიქსიროს, რათა „პრემიერ გახარიას განცხადება მორიგ ჯერზე არ დაჩეს მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმულ დაპირებად“.
„მაშინ როდესაც ადამიანები სახლებში გამოვკეტეთ, მათ დამატებული პროცენტების კი არა, დაგროვილის გადახდა გაუჭირდებათ, მითუმეტეს, თვითდასაქმებულებს. ამიტომ, ჩვენ, პარლამენტი, შესაბამისმა კომიტეტმა მაინც უნდა დავაფიქსიროთ სასწრაფოდ ჩვენი მკაცრი, ხისტი პოზიცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ გახარიას განცხადება მორიგ ჯერზე არ დაჩეს მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმულ დაპირებად. წინააღმდეგ შემთხვევაში ან პარლამენტი რად გვინდა, ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან სახელმწიფო?! ჩავბარდეთ პირდაპირ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, ასე კანონზე მაღლა თუ დგანან. ასევე უმნიშვნელოვანესია შესრულდეს, პრემიერის 27 მაისის განცხადება, როდესაც საპარლამენტო მდივანს დაავალა დარგებთან მიმართებაში შეესწავლა ვის ეხება ფორსმაჟორული სიტუაცია. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება რესტორნების, სასტუმროების ბიზნესისთვის და ამ სფეროებში დასაქმებული ათასობით ადამიანისთვის. ამიტომ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოგიწოდებთ, დავგეგმოთ შეხვედრა, თუნდაც ეკონომიკის მინისტრთან ერთად და განვსაზღვროთ, შევათანხმოთ ის დარგები, რომელსაც ფორსმაჟორი შეეხება, რადგან თვითონ მთავრობაც კი აღიარებს, რომ სურათი საკამოდ მძიმეა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA