18/08/23504 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

შვეიცარია საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს აღარ აღიარებს

შვეიცარია არ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო.
განცხადების თანახმად, დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ვერ შეძლებენ რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებით მიიღონ შენგენის ვიზა ან გადაკვეთონ შენგენის საერთაშორისო საზღვარი.
შვეიცარია არ აღიარებს რუსეთის მიერ გაცემულ დიპლომატიურ და ჩვეულებრივ პასპორტებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვასა და მეზღვაურების საიდენტიფიკაციო ბარათებს. 
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისთვის საბუთები სხვადასხვა თარიღის მიხედვით არ იქნება აღიარებული. საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული. შესაბამისად, ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული პასპორტებით შენგენის ვიზის აღება შეუძლებელი იქნება.
"რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს განაცხადა, რომ ის ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ძალიან ცოტა სახელმწიფომ გააკეთა ეს და შვეიცარია ამ რეგიონებს თვლის, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს", - ვკითხულობთ ფედერალური საბჭოს განცხადებაში.
შეზღუდვების მიუხედავად, შვეიცარია ვიზების გაცემას კვლავ გააგრძელებს მხოლოდ კონკრეტული მიზნებით, მათ შორის ჰუმანიტარული მიზეზების გამო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY