07/08/23400 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ისევე როგორც უკრაინაში, ქართველმა ხალხმა განიცადა რუსეთის მიერ მეზობლებზე დომინირების სურვილი - ბლინკენი

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15 წელია გასული რუსეთის საქართველოში შეჭრიდან, რომლის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რუსეთი დღემდე არ ასრულებს  2008 წელს ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმებას:
"თხუთმეტი წლის წინ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტი დაიკავა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა რუსეთის ქმედებებით. ღრმა პატივისცემითა და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.
რუსეთის ქმედებები ოკუპაციის დროს, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანია, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადაადგილება ჯერ კიდევ უთქმელ სირთულეებს იწვევს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველმა ხალხმა განიცადა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობა და მეზობლებზე დომინირების სურვილი.
შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს, დააკისროს რუსეთს პასუხისმგებლობა 2008 წლის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები აუცილებელია იმისთვის, რომ ასიათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს უსაფრთხოდ დაბრუნდეს საკუთარ სახლებში და იცხოვროს ღირსეულად.
თხუთმეტი წლის შემდეგ, შეერთებული შტატები ურყევი რჩება ქართველი ხალხის მხარდაჭერაში და მის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ დაუძლეველ მისწრაფებაში, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ესწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტას." ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
ომის 15 წლისთავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტვიტერითაც გამოეხმაურა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA