29/05/201 563 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თინა ბოკუჩავა - ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად, ეს კარგად დაიმახსოვრეთ

თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ "თვალთხარია გახარიას" სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ის თვლის რომ „ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად“
„მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომელიც წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა, შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ ბატონო გახარია ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს. ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემერ-მინისტრი თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილმა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ისევე, როგორც მინისტრები, საკუთარი გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩვენს მმართველობაზე საუბრობთ, გაიხსენეთ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა, ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4%-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა, ეს კი იმიტომ ხდება რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ და სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. გადახედეთ თქვენს ქონებას, სოცდაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები და მილიონერებად მიდიან. როგორ ხდება ეს? შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ და თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალაქეებს. მერე აღარ დაგვიმტკიცებთ ბატონო გიორგი რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს, მაშინ, როცა მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში, ეს არის რეალურად სიმართლე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA