28/05/202 211 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

აშშ-ის ელჩი ეუთოში: „სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი“

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი, ეს საქართველოს ტერიტორიაა“.
"აქ გაკეთდა კომენტარი სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მისვლის შესახებ. არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან. ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა " განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა და საქართველოს წარმომადგენლის მოხსენებას დაუჭირა მხარი. ჯეიმს გილმორმა აღნიშნა, რომ აშშ "უკიდურესად აღშფოთებულია" იმ ცნობებით, რომლის მიხედვით რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფები განაგრძობენ ინტენსიურ "ბორდერიზაციას" საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე 12 სოფელთან, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
"მოვუწოდებთ ღობეების, ნიშნების, ბარიერების, ნებისმიერი ახალი კონსტრუქციის აღმართვის დაუყოვნებლივ შეჩერებას, რომელიც მიმართულია "ბორდერიზაციის" გასამყარებლად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ; ეს აქტივობები მოსკოვის მხრიდან 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორების მიტაცების მცდელობათა სერიის გაგრძელებაა."- განაცხადა გილმორმა. გილმორმა ასევე დაადასტურა ქართველი კოლეგის კომენტარი ლუგარის ცენტრის შესახებ. ელჩმა თქვა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას.
„მოსკოვი კიდევ ერთხელ ავრცელებს სიცრუეს საყოველთაოდ აღიარებული კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბოლატორიის შესახებ და ამას ამ ვითარებაში, როცა პანდემიაა, როცა სერიოზული პანდემიაა, ახლა აკეთებენ“, თქვა გილმორმა, რომელმაც რუსეთის ქმედებას უწოდა მცდელობა, ზღაპრების გავრცელებით, პანდემია საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენოს. ჯეიმს სტიუარტ გილმორმა აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრი დაარსებულია კოვიდ-19-ის მსგავსი დაავადებების გავრცელებისას მათ ამოსაცნობად და მათთან საბრძოლველად, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში წარმატებით ხორციელდება.
ეუთოში აშშ-ის ელჩის თქმით „მოსკოვის ყალბი ბრალდებები საბჭოში განხილვის ღირსიც არ არის“,
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გაავრცელა ცნობა, რომელშიც გამოთქვამდა "შეშფოთებას" საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვდა საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA