22/07/23322 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

აშშ უკრაინისთვის 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, სამშაბათს, 25 ივლისს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ გამოცემა სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს.
როგორც Reuters-ს ორმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა, აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას. 
პაკეტში შედის Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ნაღმების გასაწმენდი მოწყობილობა, საბრძოლო მასალა ეროვნული გაძლიერებული ზედაპირული-ჰაერი სარაკეტო სისტემებისთვის, საბრძოლო მასალები მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, მათ შორის TOW და Javelin, ასევე საბრძოლო მასალები პატრიოტის საწინააღმდეგო სისტემებისთვის და სხვა.
როგორც მედია აღნიშნავს, დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და ის შეიძლება შეიცვალოს. 
ახალი პაკეტი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული 43-ე დახმარების პაკეტი იქნება. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY