28/05/20996 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნიკა მელია - ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დუშეთში, წილკნის დევნილთა დასახლებასა და მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ყოველგვარი შემოსავლისა და ხელისუფლების დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახები მოინახულა, - ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი ცნობით, თითოეულ ოჯახს ერთი საერთო პრობლემა აერთიანებს, პანდემიის დაწყებამდე ისინი თვითდასაქმებულები იყვნენ, თავს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ბაღებში, ნახირსა და სახლების დალაგებაში აღებული მცირედი ანაზღაურებით ირჩენდნენ, ახლი კი, ვერაფრით ამტკიცებენ თვიდასაქმებულის სტატუსს და მთავრობის მიერ დაპირებული მცირედი დახმარების გარეშე რჩებიან.
ნიკა მელიამ ხელისუფლებას მოუწოდა, გადაარჩინოს შიმშილს თავისი მოქალაქეები და გაითვალისწინოს „ენმ”-ის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ყველა 18 წელს მაღლა მოქალაქისთვის 1000-ლარიან, ხოლო 18 წელს დაბლა პირისთვის 500-ლარიან დახმარებას გულისხმობს.
„ვინც კი კორონავირუსამდე იყო ღარიბი, დღეს გახდა ღატაკი და ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აღიარებს. რომ არ დაიღუპოს ეს ხალხი შიმშილით, მილიარდერი მმართველის პირობებში, აუცილებელია ჩვენი ინიციატივის გათვალისწინება, რომლის მიხედვითაც ყველა სრულწლოვანს 1000 ლარი უნდა გადაეცეს, ხოლო ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი“, - განაცხადა მელიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA