28/05/201 814 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ილია მეორე - ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა - არ შეგეშინდეთ, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა

მინდა, გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა, ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ უფლის მსგავსად, ყველა ადამიანის ამაღლება უნდა მოხდეს, ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ წუთისოფელში დროებით ვიმყოფებით.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, სინამდვილეში, მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს, რომ მე თქვენს შორის ვარო, მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი მოგიწოდებთ, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მინდა, გაგამხნევოთ - ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ, ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.
ჩვენ ვიცით თქმა, „ღმერთს ებარებოდეთო“. სანამ ამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ! უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა უნდა გაახაროს. გაიხარეთ წუთისოფელსა შინა! როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილები, საჩუქრები, მე ვეუბნები მათ, თქვენც ასე უთხარით სტუმრებს, გაიხარეთ და გაგვახარე. ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა, ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა. გაიხარე საქართველო და მთელი მსოფლიო, ჩვენთან არს ღმერთი“, - განაცხადა პატრიარქმა. ამასთან, პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ ორშაბათს ნინოობაა. მისი თქმით, ის ბოდბეში გაემგზავრება.
„ორშაბათს არის ნინოობა, ხვალ მივემგზავრებით ბოდბეში და კვირას საღამოს იქნება ლოცვა, ორშაბათს წირვა. წმინდა ნინო შეგეწიოთ და დალოცვილი იყავით“,- განაცხადა პატრიარქმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA