28/05/20901 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მაისის თვეში ვირუსით დღეში საშუალოდ 1 400 ადამიანი იღუპებოდა, რაც აპრილის თვესთან შედარებით ნაკლები მაჩვენებელია, როდესაც ფატალური შემთხვევების საშუალო დღიური რაოდენობა 2 000 იყო.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელების დღიდან კორონავირუსით 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში ბოლო სამი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 1981-1989 წლებში შიდსის ეპიდემიით და ახალი კორონავირუსი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ბოლო ათწლეულების განმავლობაში გავრცელებული სეზონური გრიპი. „როიტერსის“ ცნობით, აშშ-ში სეზონურმა გრიპმა ყველაზე მეტი ადამიანი 1957-1958 წლებში იმსხვერპლა, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 116 000-ს მიაღწია.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 5.6 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 350 000-ს აჭარბებს. დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხდევით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილი კი ბრაზილიას უჭირავს.
რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობის სტატისტიკას, ამ მხრივ აშშ, რომელსაც ყოველ 10 000 ადამიანზე 3 დაღუპული ჰყავს, მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა ბელგია, სადაც ყოველ 10 000-ს ადამიანზე 8 დაღუპული მოდის, მესამეზეა ესპანეთი, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი დიდი ბრიტანეთი და იტალია ინაწილებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მოამბე 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • მთავარი 9-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 6 თებ
    • ფორმულა 8-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 6 თებ
    • ქრონიკა 8-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 6 თებ
    • პირველები 8-ზე - 6 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 6 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • პოლიტიკის ფორმულა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • საჯარო პოლიტიკა - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • სპექტრი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის ამბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • კომენტარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • დღის მბები - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • შენი შუადღე - 6 თებერვალი, 2023.
      6 თებერვალი
    • ნოესთან - 5 თებერვალი, 2023. მამუკა ჩარკვიანი
      5 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 5 თებერვალი, 2023. მარგო ლუჩკო და ოთო ნემსაძე
      5 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA