27/05/20851 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გახარიას განცხადებით, უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და მოსახლეობისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოქალაქეები თანხას საჭიროებისამებრ მიიღებენ.
„მნიშვნელოვანი ციფრი, რომელიც ალბათ, დაგაკლდათ, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი იყო, რომელიც 6-დან 8.5-მდეა გაზრდილი. ეს არის ის პარამეტრები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული გვაქვს, ეს არის ბიუჯეტის ის პარამეტრები, რომელიც არის საპროგნოზო, კრიზისული, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიმოქმედოთ იმ სოციალური დახმარებებისა და ანტიკრიზისული გეგმების ფარგლებში, რომელიც უკვე წარდგენილი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი, რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით. ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან 1-ელ აპრილს, ან 1-ელ მაისს. ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო. ყველა ადამიანი, რომელსაც ამის საჭიროება ექნება და ეს დასაბუთებული იქნება, ამ დახმარებას მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA