06/07/23550 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ხაბეიშვილი - დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ვაპირებთ ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ - თუ უნდა ჩავსულიყავი 150 სოფელში, ახლა ჩავალ 240-ში, არაფრის გვეშინია!

ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდეს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი და ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილმა ის პირები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ.
„ამ ქვებს დღეს პენსიონერებს ვინ ესროდა? უნდათ წარმოაჩინონ, რომ ხალხი. რა ხალხი? ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული "ტიტუშკები". „ნასედკა“ ნომერი ერთი - საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი ამ ქვების სროლის. „ნასედკა“ ნომერი ორი - საგარეჯოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ვანო ბეჟიაშვილი. სუს-ის "ნასედკა" ნომერი სამი - ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა რუსი „პუტინისტი“, ღარიბაშვილის და კობახიძის გაგრძელება. ირაკლი რუაძე, საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს არის ის 4 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც 40 წუთში მოვახერხეთ. ჩვენ არაფრის გვეშინია. მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდეს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი და ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში. დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ აი, ამ ქვასროლია „პუტინისტებს“ კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეთ, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150 სოფელში, ქალაქში, მუნიციპალიტეტში და რაიონში, ახლა ჩავალ 240-ში“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს, რომლებიც პენსიონერებს ხვდებოდნენ საგარეჯოში, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA