05/07/23546 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

"ხალხის ძალა" - საქართველოში მეორე ფრონტის მისაღწევად უკრაინამ შესაძლოა, სააკაშვილის ლიკვიდაციაც განიხილოს

"ხალხის ძალა" მაიკ მაკფოლს და უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში ისევ მეორე ფრონტის გახნის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ივანიშვილის დაჯგუფება საგანგებო განცხადებაში წერს.
მოძრაობა ამტკიცებს, რომ მაკფოლის განცხადებაზოგიერთი ქართული კომპანიის და პირის დასანქცირების შესახებ მიზნად ოპოზიციის პროპაგანდის გაძლიერებას ისახავდა, ხოლო ზელენსკის ქმედებები რადიკალური ოპოზიციის გაცოცოხლებას ემსახურება.
ამასტან, ივანიშვილის დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მეორე ფრონტის სურვილით შეპყრობილმა უკრაინამ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაც კი დაგეგმოს. 
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება: 
 
გვინდა გამოვეხმაუროთ, მაიკლ მაკფოლის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, საიდანაც რამდენიმე ყურადსაღები პასაჟი ამოვიკითხეთ. 
 
პირველ რიგში, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას და მის უფროსებს არ მოეწონათ ამერიკულ-ევროპული ტექნიკური ჯგუფის ვიზიტის შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის საშუალებას არავის აძლევს. ტექნიკურმა ჯგუფმა საქართველოში რამდენიმე დღე გაატარა და ეს დასკვნა ფაქტებისა და დოკუმენტების გადამოწმების საფუძველზე გამოიტანა, რის შემდეგაც ხელისუფლებას საგანგებო მადლობაც გადაუხადა. როგორც ჩანს, ამ შედეგით შეშფოთდა „გლობალური ომის პარტია“ და საკუთარ აგენტურას მაკფოლის ინტერვიუ წააშველა, რომელმაც უაპელაციოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და დოკუმენტების გარეშე განაცხადა, სანქციების გვერდის ავლის მტკიცებულებები გვაქვს და მომავალში კონკრეტული კომპანიები და ადამიანები შეიძლება დავასანქციროთო. ამგვარი მტკიცებულებები მაკფოლს ტექნიკური ჯგუფისგან უნდა მიეღო, თუმცა, ტექნიკურმა ჯგუფმა ვითარების სიღრმისეული შეფასებიდან სრულიად სხვა დასკვნა გამოიტანა, საიდანაც ჩანს, რომ მაკფოლის განცხადება რადიკალური ოპოზიციის მცირეოდენ გამაგრებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. 
 
შეგვიძლია პირდაპირი პარალელი გავავლოთ სანქციების შესახებ მაკფოლის განცხადებასა და ვლადიმირ ზელენსკის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. როგორც მაკფოლის განცხადებით სცადეს ტექნიკური ჯგუფის დასკვნების გადაფარვა, ზუსტად ასევე სცადეს იგივე ძალებმა ზელენსკის მიერ ჩვენი ელჩის გაძევებით სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუფერულებაც. გარდა ამისა, ზელენსკის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო არაჟნების კონტეინერის ჩავარდნილი სპეცოპერაციის გადაფარვის უსუსური მცდელობაც. ყველას გვახსოვს აღიარებითი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ კონტეინერში სააკაშვილის მოთავსებისა და საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაცია დაგეგმა და აღასრულა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, გია ლორთქიფანიძემ, რომელიც მოგვიანებით უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილედაც კი დააწინაურეს. აშკარაა, რომ სააკაშვილის თემის წინ წამოწევით, უკრაინის ხელისუფლება მოშლილი ქართული რადიკალური ოპოზიციის გაცოცხლებას ცდილობს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიული მეგობრობა ზიანდება. შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, არამედ ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაცაასაქართველოში მეორე ფრონტის მისაღწევად სააკაშვილის თემის გამოყენებით უკრაინის ხელისუფლება იმდენად არის დაინტერესებული, რომ არ გამოვრიცხავთ, ისინი სააკაშვილის ლიკვიდაციასაც კი განიხილავდნენ, რაზეც პირდაპირი მინიშნებები გუშინ დავით არახამიამ გააკეთა. 
 
მაკფოლის ინტერვიუს რომ მივუბრუნდეთ, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და აწმყოზე ამ კაცმა განაცხადა, საქართველო ადრე იყო რეგიონის ლიდერი დემოკრატიული ქვეყანა, რომლისგანაც რეფორმებს ვსწავლობდით, ახლა კი აუტსაიდერი გახდაო. როგორც ჩანს, მაკფოლს აოცებდა სააკაშვილის ციხეები, ადამიანების წამება და გაუპატიურება, ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდები, ბიზნესის რეკეტი, ელიტური კორუფცია, ტელევიზიების მიტაცება და მრავალი სხვა „რეფორმა“, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა თავის დროზე „გაატარა“. 
 
შეიძლება მაკფოლი ყველაზე მეტად 2008 წლის ომმა გააოცა, რომელსაც სააკაშვილი 2005 წლიდან მოყოლებული დიდი რუდუნებით ამწიფებდა: სააკაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრები აღადგინა, ცხინვალის რეგიონში პარალელური სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა, კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდა, ერთდროულად მილიტარიზაციით ტრაბახობდა და კეზერაშვილს ქართული ჯარი გააძარცვინა, კონსტიტუციური წყობილების აღდგენა დააანონსა და ბოლოს... ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება თავის თავზე აიღო, ქართულ ჯარს კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევა დააბრალა. შეიძლება მაკფოლს ყველაზე მეტად სააკაშვილის ის დანაშაული მოწონდა, რომელმაც საქართველოს ამხელა უბედურება დაატეხა თავს. მართალია 2008 წლის ომმა ჩვენი ქვეყანა ყველაზე მეტად დააზარალა, მაგრამ ფაქტია, რომ ომმა რუსეთსაც უმძიმესი რეპუტაციული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. იქნებ, ამისათვის ემადლიერება და აქებს მაკფოლი სააკაშვილს, ანუ ესკალაციის დავალების პირნათლად შესრულებისთვის, რაზეც მოქმედი ხელისუფლება ასე ჯიუტად ამბობს დღეს უარს. 
 
სინამდვილეში, მაკფოლის ეს განცხადება იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა დანაშაულს, ესკალაციისა და რუსული სამხედრო აგრესიის პროვოცირების ჩათვლით, ნაცმოძრაობა არა საკუთარი იმპროვიზაციით, არამედ მაკფოლის მეგობრების კარნახით სჩადიოდა. 
 
კიდევ ერთი და ყველაზე საინტერესო თემა, რასაც მაკფოლი შეეხო, რუსეთთან ესკალაცია და ამასთან დაკავშირებული საფრთხეები იყო. პრიგოჟინის აჯანყებაზე კომენტირებისას, მაკფოლმა თქვა, დავინახეთ, რომ პუტინი არც ისეთი მაგარია, უკან დახევა და მოლაპარაკებაც შეუძლია და ესკალაციის შემთხვევაში, არათუ მოლაპარაკებაზე, კაპიტულაციაზეც კი შეიძლება წამოვიდესო. მაკფოლი ამბობს, ეს საინტერესო უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, მაგრამ ესკალაციისგან დღემდე თავს იკავებენო. მეტიც, მაკფოლმა ამას მოწოდებაც კი მიაყოლა, ეს ქვეყნები ესკალაციას არ უნდა შეუშინდნენო. 
 
როდესაც ამ ყველაფერს ქართველ ჟურნალისტს ეუბნები, ცხადია, ვინ არის ამ მოწოდების ადრესატი და რა არის მისი მიზანი. ჩვენ დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ „გლობალური ომის პარტიისთვის“ საკმარისი არაა ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ გამოხატავს. მათ სურთ ამაზე მეტი, რაშიც მხოლოდ მეორე ფრონტი შეიძლება იგულისხმებოდეს და სწორედ ამ თემაზე საუბრობს ასე გულწრფელად ბატონი მაკფოლი. 
 
პრიგოჟინის თემაზე განცხადება გუშინწინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც გააკეთა. თუმცა, მან მაინც ვერ გარისკა იმის დაკონკრეტება თუ ვის გულისხმობდა იმ ძალებში, რომელთა დავალებითაც რადიკალური ოპოზიცია, პრიგოჟინის აჯანყების ფონზე, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე და აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზე საუბრობდა. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, ალბათ, უკვე ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც მაკფოლის უფროსების კარნახით მოქმედებდა. 
 
ვინც ესკალაციისკენ გვიბიძგებს, მისი ერთადერთი მიზანია, საქართველოს განადგურების ხარჯზე, რუსეთს პირველ ფრონტზე პოზიციები შეუსუსტოს. ამიტომ, მაკფოლის და მისი მეგობრების პროვოკაციულ მოწოდებებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ და ხელისუფლებამ კვლავაც ის პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს, რომლის წყალობითაც საქართველო დღემდე მშვიდობას ინარჩუნებს, - წერს ხალხის ძალა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY