04/07/23537 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა - სრულიად უსამართლოა ბრალდება, თითქოს პოლონელ ექიმებს არ უშვებენ

ეს წამება კი არა თვითწამებაა. ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკური გარემოცვა , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მისივე გარემოცვის წევრები ვნებენ.
"ისინი შიმშილს უწოდებდნენ გმირობას და პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ არ გაებედა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. როგორ შეიძლება შენ დაინტერესებული იყო ადამიანის კარგი ჯანმრთელობით და მას შიმშილობას აიძულებდე. რაც შეეხება წამებას - ეს წამება კი არა თვითწამებაა. ეს ადამიანი თავად იწამებს თავს და თუ მას ვინმე აწამებს, ეს არის მისი პოლიტიკურო გარემოცვა", - განაცხადა ბრეგაძემ.
რაც შეეხება პოლონელი ექიმების მიერ ექსპრეზიდენტის მონახულების საკითხს - როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, უსამართლოა ბრალდება, რომ სააკაშვილთან პოლონელ ექიმებს არ უშვებენ.
მისივე თქმით, სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში მისთვის სასურველი ექიმების ჩართვის შეთავაზება გასული წლის ნოემბერში გააკეთა, თუმცა მისმა ოჯახმა ოფიციალური წერილით სამინისტროს მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა და განაცხადი არასრულფასოვნად იყო წარდგენილი.
"როდესაც ადამიანი არის ცუდად და მას უნდა რომ მასთან რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ ექიმები, მან და მისმა გარემოცვამ 4 თვის შემდგომ არ უნდა გამოაგზავნოს არასრულფასოვანი წერილი მაშინ, როდესაც მშვენივრად იცის რომ ასე ვერ შევა. სრულიად უსამართლო არის ბრალდება, თითქოსდა პოლონელ ექიმებს არ უშვებენ. ამით სურთ აჟიოტაჟის გამოწვევა და ის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მუდმივად იყოს გაჟღერებული და იყოს აქტუალური",-აღნიშნა მინისტრმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.