თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი NATO-ს ვილნიუსის სამიტს დაესწრება
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი NATO-ს ვილნიუსის სამიტს დაესწრება.
ივლისში ბაიდენი ევროპაში გაემგზავრება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. გაერთიანებულ სამეფოში, ლიეტუვასა და ფინეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი 9 ივლისიდან იგეგმება.
ბაიდენი ლონდონში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება. 11 და 12 ივლისს კი ის ვილნიუსში NATO-ს 74-ე სამიტს დაესწრება.
სამიტის შემდეგ, ჯო ბაიდენი ფინეთის დედაქალაში შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთის ქვეყნების ლიდერების სამიტზეც გაემგზავრება.