25/05/201 637 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აუდიტის სამსახური - 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა

2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადდა.
აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.
„2019 წელს 11 საინვესტიციო პროექტს აქვს ნულოვანი ათვისება, ხოლო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით განსაზღვრული გეგმის მიმართ 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს. შედეგად, საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი ვალდებულების გადასახადიდან (4.8 მლნ ლარი), 1.2 მლნ ლარი გადახდილია 70%-ზე დაბალი ათვისების მქონე 9 საინვესტიციო კრედიტზე”, - აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, მნიშვნელოვანია პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება და ასევე, გაითვალისწინონ პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობა არსებული პროექტების ფარგლებში დამატებითი სესხების მოზიდვის საჭიროებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სესხზე ვალდებულების გადასახადით გაწეული დამატებითი ხარჯებისა და დროში გაჭიანურებული ან/და დაუსრულებელი პროექტების რაოდენობის ზრდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • კურიერი - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 21 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ანეგდოტების შოუ - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სხვა რაკურსი - 21 სექტემბერი, 2023. თეკლა ნაჭყებია • დარიკო მატკავა  “სხვა რკურსის” მოგზაურობა თურქეთში
      21 სექტემბერი
    • ღამის მთავარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • მრგვალი მაგიდა — 21 სექტემბერი, 2023. ხელისუფლება რუსეთის აგენტის ფარად
      21 სექტემბერი
    • კაცები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სანაია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • რეაქცია - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • სპექტრი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA