26/06/23580 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"წავედით პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ხელისუფლების დასამხობად" | პრიგოჟინი გამოჩნდა

"ვაგნერის" დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ახლახან გამოაქვეყნა 11 -უთიანი აუდიო მესიჯი, სადაც ის აღიარებს რუსული არმიის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოგდების ფაქტებს.

გარდა ამისა, აუდიომესიჯში პრიგოჟინი ამბობს, რომ არავინ დათანხმდა კონტრაქტის გაფორმებას თავდაცვის სამინისტროსთან და მისმა დაჯგუფებამ არსებობა 1-ელ ივლისს უნდა შეწყვიტოს.
პრიგოჟინი თავისი მოქმედების მიზანს და მის დასასრულს ასე აღწერს: "ჩვენ გავჩერდით იმ მომენტში, როცა თავდასხმის რაზმი მოსკოვს მიუახლოვდა, შემოგარენის დაზვერვა მოახდინა და გაირკვა, რომ იმ მომენტში სისხლი დაიღვრება. ამიტომ, ჩვენ ვიგრძენით, რომ საკმარისია იმის ჩვენება, რის გაკეთებასაც ვაპირებდით. გაბრუნების გადაწყვეტილების უკან კი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იდგა: პირველი - ჩვენ არ გვინდოდა რუსული სისხლის დაღვრა, მეორე - წავედით ჩვენი პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად".
ამავე დროს, პრიგოჟინს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, სად იმყოფებოდა ბოლო დღეების განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საღამოს ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის პოზიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო. 24 ივნისს ვაგნერელებმა დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავეს. FSB-მ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების ორგანიზებისთვის აღძრა.ვლადიმერ პუტინმა დაჯუფების მოქმედებებს ღალატი უწოდა და პრიგოჟინს დასჯით დაემუქრა.
24 ივნისის საღამოს ვაგნერელებმა ვორონეჟშიც დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და მოსკოვის მისადგომებთან მივიდნენ. თუმცა, ვითარების დასარეგულირებლად მოლაპარაკებები გაიმართა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაწილეობით. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შეაჩერებდა სისხლის სამართლის საქმეს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ და არ დასჯიდა აჯანყების მონაწილეებს. პრიგოჟინმა უსაფრთხოების გარანტია მიიღო, თუმცა შეთანხმების მიხედვით, ის ბელარუსში უნდა გამზავრებულიყო. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA