21/06/23468 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ ლიდერებს - რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან

რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან, - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” საქართველო ძარცვისთვის სჭირდება, ღარიბი მოქალაქეები კი - ხმისთვის.
„დღეს ღარიბაშვილი, პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები დაკავებულები არიან პარალელური ცრუ რეალობის შექმნით, რისთვისაც არც ერთგვარი აზრის პოლიციის როლის მორგებას არ ერიდებიან. ღარიბაშვილმა ისაუბრა პოლარიზებაზე და ოპოზიციის რადიკალიზმზე. პაპუაშვილმა დასავლელ პარტნიორებზე მიიტანა იერიში და თქვა, დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა არ უნდა დააყენოსო.
მხოლოდ ფაქტებით გპასუხობთ - რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან. ჯერ ზურა - გირჩი ჯაფარიძეს მიუვარდნენ, შემდეგ ახალგაზრდულ ბანაკს ბორჯომში, შემდეგ უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებს, შემდეგ ლევან ბერძენიშვილს მიუსიეს ეს მოძალადე ჯგუფები. ახლა გამოდიან და უსინდისოდ, არგუმენტაციის გარეშე ოპოზიციას აბრალებენ რადიკალიზმს და დასავლეთს ფაქტების დამახინჯებას.
გასაგებია, ივანიშვილი საქართველოზე მეტია თქვენთვის, არა იმიტომ, რომ პატივს სცემთ, არამედ იმიტომ, რომ ის დაკავშირებულია თქვენთვის კომფორტთან, კორუფციასთან, კარგად ყოფნასთან, ძალაუფლებასთან და ამ დროს, საქართველო და მისი მოქალაქე ცალ ფეხზე გკიდიათ. „ქართულ ოცნებას” საქართველო ძარცვისთვის სჭირდება, ღარიბი მოქალაქეები კი ხმისთვის. დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ”, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,