21/06/23697 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ ნოდარ ბახტურიძეს საქართველოში დაბრუნება სურს

რუსეთის მხარეს მებრძოლი ეთნიკურად ქართველი ნოდარ ბახტურიძე, რომელიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდა, ამბობს, რომ სურს საქართველოს ან „ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას“ პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს.
ნოდარ ბახტურიძეს უკრაინული ტელეარხი FREEДOM-ი ესაუბრა. ვიდეოში კაცი ამბობს, რომ საუბარს ნებაყოფლობით დასთანხმდა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში ჩაიწერა ინტერვიუ.
ბახტურიძე ირწმუნება, რომ რუსეთის კოლონიაში სასჯელს უკანონოდ იხდიდა, ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ მოხვდა. ბახტურიძე ჰყვება, რომ უკრაინელებს ტყვედ საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვედრიდან მეორე დღეს ჩაბარდა.
„თავიდანვე მქონდა ეს იდეა: ჩავბარებოდი და ჩემს სამშობლოში, საქართველოში თავშესაფარი მომეთხოვა“, - აღნიშნავს ბახტურიძე.
ის ამბობს, რომ დიდი ხანია თვალს ადევნებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომ გულშემატკივრობდა მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან მისი სამშობლო, „საქართველო იგივე უბედურებაშია“. ამასთან, ის რუსეთში ცხოვრობდა 30 წელი.
რადიო თავისუფლება ადრეც წერდა ნოდარ ბახტურიძის შესახებ. მისი ტყვედ ჩავარდნიდან მალევე გადაღებულ ვიდეოში ის ჰყვებოდა, რომ შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ტინდადანაა.
ზოგი ბლოგერი წერს, რომ ბახტურიძე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა, დაიბადა და გაიზარდა კახეთში. უცნობია, აქვს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY