21/06/23354 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პრემიერი - ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა და რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი - ლობისტებმა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა და აშშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბოდიში უნდა მოიხადონ

მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან - ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვები საზოგადოების არც ერთ წევრს აღარ დარჩა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ყოფილმა პრეზიდენტმა, მისმა ოჯახმა და ლობისტებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ზიანისთვის, რაც ქვეყნის იმიჯს მიაყენეს. ღარიბაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს, ასევე, ცალკეული ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ.
„მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა. შეგახსენებთ, რომ იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარდგა როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა მას უკრაინულ ენაზე ესაუბრა. ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს. სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა მან, ამის შემდეგ, რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას. ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი ასე ვთქვათ, სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები.
ე.ი. მას შემდეგ, რაც მან სტრასბურგის სასამართლოდან საბოლოოდ მიიღო უარი, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაციები, სიმულაციები, გადაწყვიტა, რომ არის კარგად. მე მგონი, საზოგადოების არც ერთ წევრს დღეს უკვე ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, კითხვები აღარ რჩება. სააკაშვილის თემაზე მე საუბარი ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, მე მინდა ერთი რამ ვთქვა - ვფიქრობ, მისმა ლობისტებმა და არა მხოლოდ ლობისტებმა, არამედ, მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა ყოფილმა წარმომადგენელმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ, ბევრი ადამიანის გამონათქვამი ვნახეთ ჩვენ, რომლებიც იცავდნენ მის ამ სპექტაკლს, ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას, იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში. დიდ ბინძურ კამპანიაზე ძალიან სამართლიანი პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ, რითაც დაასრულა ეს მასკარადი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY