კიევმა მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა სცადა - რუსეთის თავდაცვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიევმა სცადა "ტერორისტული თავდასხმა" მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით.
მანამდე მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დრონები ჩამოვარდნენ ნარო-ფომინსკის რაიონის სოფელ კალინინეცში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საწყობთან.
"წარუმატებელი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა", - აცხადებს სამინისტრო.სამინისტრო ამბობს, რომ ყველა დრონმა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდნენ.
მანამდე მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ დრონები ჩამოვარდნენ ნარო-ფომინსკის რაიონის სოფელ კალინინეცში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საწყობთან.