20/06/23290 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გასულ დღეს რუსეთთან 45 შეტაკება მოხდა, თავდაცვამ 35 დრონიდან 32 გაანადგურა - უკრაინის გენშტაბი

გასული დღის განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უწყების განახლებული მონაცემებითვე, რუსეთმა 35 დრონი გაუშვა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, მათგან 32 თავდაცვამ გაანადგურა. 
მანამდე წინასწარი მონაცემებით შტაბი ამბობდა, რომ განადგურებული იყო 30-დან 28 "შაჰიდი". უწყება ამბობს, რომ რუსებმა დრონები გაუშვეს ბრიანსკის რეგიონიდან და აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან. თავდასხმის ძირითადი სამიზნე კიევი იყო.
"მტერი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე აგრძელებს. მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა," - ნათქვამია გენშტაბის ანგარიშში. 
როგორც უწყება ამბობს, 20 ივნისის დღის განმავლობაში რუსებმა თავდასხმისას "კალიბრის" ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და 4 ირანული დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინელებმა რვავე მათგანი გაანადგურეს. გარდა ამისა, ღამით,  გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ზაპოროჟიეს და მის შემოგარენ ტერიტორიას 7 S-300-ის ტიპის რაკეტით შეუტია.

გენშტაბის ცნობითვე, გასული დღის განმავლობაში, რუსებმა 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი დაახლოებით 70-ჯერ გახსნეს. მათი სამიზნე უკრაინის ჯარების პოზიციებთან ერთად, მშვიდობიანი დასახლებებიც იყო. 
 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA