16/06/23541 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - როგორც მინისტრს, მოგთხოვათ თუ არა ვინმემ, რომ საქართველო ომში ჩაერთოს? - დამისახელეთ ერთი პირი ევროპაში, ვინც გითხრათ: „ყოჩაღ ხელისუფლება, რომ თავს ესხმით პარტნიორებს, ეს არის გზა, რომელიც ხელს შეგიწყობთ ინტეგრაციაში“

თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას იმყოფება.
გარდა ამისა, ვაშაძე დაინტერესდა იმ ფაქტითაც, ევროპელი პარტნიორების რა პოზიციაა მინისტრისთვის ცნობილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.
"პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას, სადაც თქვენც იმყოფებოდით, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგში მოგაყოლათ დეოლიგარქიზაციის კანონი. ამ კანონზე ევროკავშირმა, ვენეციის კომისიამ, ყველამ გითხრათ, რომ არ უნდა მიღებულიყო. მაინტერესებს, ევროკავშირში ვინმემ თუ მოგიწონათ, თუ გითხრათ, „ყოჩაღ, მაგრები ხართ ეს კანონი რომ მიიღეთო“?! უმრავლესობის მხრიდან ხშირად არის პირდაპირი თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე, მათ შორის ევროპელ პარლამენტარებზე. მაინტერესებს, ვინმემ, რომელიმე შეხვედრაზე თუ მოგიწონათ, „ყოჩაღ, ქართველებო!“, „ყოჩაღ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება, რომ ესხმით თავს და გამოირჩევით ანტიდასავლური რიტორიკით. აი, ზუსტად ეგ არის გზა, რომელიც თქვენ ხელს შეგიწყობთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ!“ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი მაინც, ევროპაში, ევროკავშირში, რომელმაც მოგიწონათ, „ყოჩაღ, 12 პუნქტი მაგრად არის შესრულებული და, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკუთვნის ევროკავშირის სტატუსი“. როდესაც თქვენი უმრავლესობის ლიდერები საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, "მხილების“ დიდი კამპანია რომ გაქვთ მოწყობილი, თუ არის ვინმე საერთაშორისო ასპარეზზე, ვინც თქვენ მოგიწონათ, ტაში დაგიკრათ, რომ „ყოჩაღ, საქართველო, როგორ ამხელთ გლობალური ომის პარტიას!“ მითხარით, ვინმემ საერთოდ მოგთხოვათ თქვენ როგორ საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო რომ ჩაერთოს ომში? დაბოლოს, თუ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, იღებთ თუ არა თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი თქვენს გუნდთან ერთად პასუხისმგებლობას?“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA